ტიციან ტაბიძე


ტიციან ტაბიძე (18931937) — ქართველი სიმბოლისტი პოეტი, მწერალი, „ცისფერყანწელთა“ მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი.

დაიბადა სოფელ ჭყვიშში (ვანის რაიონი). სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. 1913 წ. შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. პირველი ლექსები დაბეჭდა XX ს-ის 10-იანი წლების მიჯნაზე. იყო ერთ-ერთი დამაასებელი, ხელმძღვანელი და თეორეტიკოსი „ცისფერყანწელთა“ სიმბოლისტური ორდენისა, ავტორი ცნობილი წერილისა — „ცისფერი ყანწებით“. რედაქტორობდა გაზეთ „ბარიკადს“. ლირიკულ ლექსებთან ერთად წერდა პოემებს, მინიატურებს, წერილებს, ესეებს, ლიტერატურულ ნარკვევებს, თარგმნიდა სხვადასხვა ქვეყნის პოეტთა ნაწარმოებებს.

ტიციან ტაბიძე დაიღუპა 1937 წ. — მსხვერპლი გახდა სისხლიანი რეპრესიებისა. მისი საფლავი არ არსებობს.

Комментариев нет: